დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება და ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გასაშუქებლად ნატო-ს სათავო ოფისში დაშვება არ ექნებათ.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის.











