„დღეს საფრანგეთიდან ჩამოვასვენეთ ჩვენი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს საფრანგეთიდან ჩამოვასვენეთ ჩვენი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენ უახლეს ისტორიაში. 22-26 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, 26 მაისს გენერლის ნეშტს გადავასვენებთ მთაწმინდის პანთეონში“,-აღნიშნავს ბურჭულაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს.











