ევროპის დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივნის მოადგილის, ხოსე მარია ეჩებარიას განცხადებით, დღეს საქართველო დემოკრატიის კუთხით, უდიდეს ნაბიჯებს დგამს .
„დღეს საქართველო დემოკრატიის კუთხით, უდიდეს ნაბიჯებს დგამს. ვნახეთ, რომ ქართველ ამომრჩეველს შეუძლია უსაფრთხო გარემოში ხმის მიცემა. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით ევროკომისიის , ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს. ყველა თანხმდება, რომ დღეს საქართველო დემოკრატიის კუთხით, უდიდეს ნაბიჯებს დგამს“,- განაცხადა ეჩებარიამ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











