დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საღამოს ქვეყანაში ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, სწრაფი ტესტები მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოზისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
„ჯერ გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა ცირკულაციაში, მაგრამ ბევრი მიმართავს დღეს ცხელებით კლინიკებს. დღეს საღამოს 10 საათზე უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი. ეს მიმართულება მთელ მსოფლიოში ვითარდება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონში. ამიტომ ჩვენც სწრაფი დიაგნოსტიკისთვის ვფიქრობთ კიდევ დამატებით მილიონი ტესტის შესყიდვას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











