დღეს საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინას ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინის 29 500 დოზას მიიღებს.
„როგორც ცნობილია, Pfizer-ის ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში უფრო მაღალი ნდობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ვაქცინას აქვს თანაბარი გართულებები. ამას არ უნდა შევუშინდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ექიმები, რომელთაც არაერთი ტრეინინგი გაიარეს, ამ პროცესებს თავს გაართმევენ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ










