10 აპრილს საქართველოში დღე უმეტესად ნალექით ჩაივლის. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +8, ხოლო ღამით +6 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე დათბება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.











