26 მაისს საქართველოში ძირითადად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, ხოლო ღამით +12 გრადუსი იქნება. იწვიმებს ქუთაისში. ოზურგეთში, ზუგდიდსა და მესტიაში. ბათუმში მზიანი დღე იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, ხოლო ღამით +18 გრადუსი იქნება. ნალექია მოსალოდნელი თელავშიც.
რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი დღეს თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება











