25 ივნისს საქართველოში ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერს ტემპერატურა +30, ხოლო ღამით +21 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. იწვიმებს ასევე ქუთაისში.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ძლიერი ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება, იქროლებს ქარი.











