14 ივლისს საქართველოში ძირითადად ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, ხოლო ღამით +22 გრადუსი იქნება. იწვიმებს ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში.
აღმოსავლეთ საქართველოშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, ხოლო ღამით +22 გრადუსი იქნება. იწვიმებს ლაგოდეხში, თელავში, გურჯაანსა და სიღნაღში.
რუსთავში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დღის ბოლოს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.











