28 მარტს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება.
„აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 28-29 მარტს უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.











