გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებულ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
20-21 სექტემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე (+27, +32 გრადუსი) საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.
22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 20-21 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 22-24 სექტემბერს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20-21 სექტემბერს +29, +31, ხოლო 22-24 სექტემბერს +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:
სოხუმი +31 დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით; ზუგდიდი +30 დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
მესტია +25 დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით; ფოთი +31 მეტესად უნალექო
ბათუმი +31 მეტესად უნალექო; ოზურგეთი +29 მეტესად უნალექო;
ქუთაისი +30 მეტესად უნალექო; ამბროლაური +30 მეტესად უნალექო
ახალციხე +30 მეტესად უნალექო; ბორჯომი +29 მეტესად უნალექო
ბაკურიანი +26 მეტესად უნალექო; გორი +31 მეტესად უნალექო
ცხინვალი +30 უმეტესად უნალექო; სტეფანწმინდა +17 უმეტესად უნალექო
გუდაური +20 უმეტესად უნალექო; თელავი +28 უმეტესად უნალექო
რუსთავი +31 უმეტესად უნალექო; თბილისი +31 უმეტესად უნალექო











