დღევანდელი მონაცემებით, მთლიანად ქვეყანაში 656 ათასი „პისიარ“ ტესტია ჩატარებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელი მონაცემებით, მთლიანად ქვეყანაში 656 ათასი „პისიარ“ ტესტია ჩატარებული და დაახლოებით 350 ათასამდე სწრაფი ტესტი. დღიური მაჩვენებელი ბოლო ერთ თვის „პისიარ“ ტესტირების არის დაახლოებით 9 208 და დაახლოებით 1 600-მდე სწრაფი ტესტი დღიური საშუალო. სწრაფ ტესტებს ვიყენებთ ძირითადად შემოსული ტრაილერის მძღოლებზე და ახლა ბათუმში ჩავრთეთ კარანტინში მყოფი ადამიანების მერვე დღე ტესტირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 7093 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელდა 3714, ხოლო გარდაიცვალა 46 ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანი იმყოფება. კოვიდ სასტუმროში სულ 1100 პირია, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქე გადმოიყვანეს.











