ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დღეს ქვეყანაში კოროანვირუსის 7714 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ამასთან, კრიტიკული პაციენტების რიცხვი 70-ზე მეტია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გამოჯანმრთელდა 246 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 11.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836.











