„პანდემიის დაწყებისთანავე ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა ისეთ საკითხზე, როგორიც არის დღგ-ს ავოტმატური დაბრუნება, რაც ვერც ერთმა მთავრობამ ვერცერთ პერიოდში ვერ განახორციელა“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ეს რეფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა ავტომატურად დაიბრუნონ დღგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის მსგავსიც ბოლო ათწლეულების მანძილზე არ გაკეთებულა. ამან მხარი უნდა დაუჭიროს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, საშუალო ბიზნესის განვითარებას და განსაკუთრებით ფასი აქვს ამ რეფორმას ეკონომიკური კრიზისის პირობებში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.











