fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„დიდად ვაფასებ თქვენს ღვაწლს და ჩვენ ვაფასებთ საქართველოს“ – გიორგი გახარიამ კონგრესმენ ჯო ვილსონის წერილი მიიღო

19:50 July 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
803
ნახვა

„დიდად ვაფასებ თქვენს ღვაწლს და ჩვენ ვაფასებთ საქართველოს“ – გიორგი გახარიამ კონგრესმენ ჯო ვილსონის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კონგრესმენის, სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელ ჯო ვილსონის წერილი მიიღო, რომელსაც ერთვის კონგრესისადმი მისი მიმართვის ტექსტი სახელწოდებით – „საქართველოს დემოკრატიული წინსვლა“.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! სიამოვნებით გიგზავნით 2020 წლის 25 ივნისით დათარიღებულ კონგრესის სხდომის ოქმის ჩანაწერის ასლს, რომელშიც ასახულია ჩემი გამოსვლა თემაზე – „საქართველო წინ მიიწევს დემოკრატიული თვალსაზრისით“ და რომელშიც თქვენ გახსენებთ. ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე სამხრეთ კაროლინის მეორე ოლქს კონგრესში და დიდად ვაფასებ თქვენს ღვაწლს. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს“, – მიმართავს კონგრესმენი ვილსონი გიორგი გახარიას.

წერილობით მიმართვაში, რომელიც ჯო ვილსონმა კონგრესში 25 ივნისს გააგზავნა, კონგრესმენი ხაზს უსვამს საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და წარმატებით მიმდინარე საარჩევნო რეფორმას.

„ქალბატონო სპიკერო, მიმდინარე კვირა საოცარი გამოდგა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული წინსვლის თვალსაზრისით, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით წარმართულ პროცესში მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების პარლამენტში დამტკიცებისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ქართველი კანონმდებლების მიერ მიმდინარე კვირის განმავლობაში დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები  შერეულ საარჩევნო სისტემას შექმნის საქართველოში, რაც კომპრომისია ქვეყნის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის 8 მარტით დათარიღებული შეთანხმებისთვის განხილულ ვარიანტებს შორის. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მნიშვნელოვანი რეფორმის დამტკიცება მეტყველებს საქართველოს ერთგულებაზე დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ამერიკელი ხალხი აფასებს გაბედულ ქართველ კანონმდებლებს, რომლებმაც 8 მარტის შეთანხმებას დაუჭირეს მხარი. ყოველივე ეს მოიცავს მიმდინარე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმებს, თუმცა ასევე ეხება სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევების დაუშვებლობის ძალისხმევას.  ამგვარად  შეძლებს საქართველო მიღწეული წინსვლის დაცვას და საკუთარი თავისთვის იმის კიდევ ერთხელ დამტკიცებას, რომ რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნის თვალსაზრისით უდავოდ წარმატებული ქვეყნის მოდელია“, – აღნიშნავს კონგრესმენი.

თეგები: გიორგი გახარიაკონგრესმენი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

October 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

September 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

September 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია