fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

16:41 July 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
964
ნახვა

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

მშენებლობის დაწყების პროცესს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.

„დღეს დიდ დიღომში ახალი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის მულტიფუნქციური კომპლექსი და ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება. ანალოგიური სამუშაო სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილშიც დავიწყეთ. ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნება საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, მედიათეკა, დახურული საცურაო აუზები, კაფე-ბარები. აქ იქნება ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობა და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება,  დაისვენონ და  ივარჯიშონ. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობა იმ თვალსაზრისით, რომ ირგვლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ამ პროექტის გარდა, აქვე ახლოს ფეხბურთის ფედერაცია სპორტული საფეხბურთო სკოლის პროექტს, ხოლო საბურთალოს გამგეობა კი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ეს იქნება ძალიან დიდი სივრცე ყველა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობით, რომელიც კეთილმოეწყობა და მოსვლის შესაძლებლობა ბევრ ადამიანს ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დიდი დიღმის მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის დარბაზები; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი და კაფე.

ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მსგავსად, დიდი დიღმის ცენტრი სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს, ასევე, მიწისქვეშა პარკინგს მოიცავს.

მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სპორტული ცენტრები ამ დრომდე არ არსებობდა. სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

დიდ დიღომში კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: თბილისის მერია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

August 14, 2021
792
მთავარი ამბავი

უსაფრთხოების მიზნით, ლორთქიფანიძის N10-დან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

August 13, 2021
777
დედაქალაქი

თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

August 12, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია