გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცება იჩქარა,- ამის შესახებ აშშ-ს მთავარმა ინფექციონისტმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანულ მხარეს, ამერიკული რეგულატორისგან განსხვავებით Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა საფუძვლიანად არ შეუსწავლია.
„ვაქცინა ისე საფუძვლიანად არ შეუსწავლიათ, როგორც ამას FDA აკეთებს. ჩვენი რეგულატორი მონაცემებს დეტალურად ამოწმებს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის მიღების გარანტია”,-განაცხადა ფაუჩიმ.
დაგაინტერესებთ: ამომწურავი ინფორმაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე – დაასრულებს თუ არა ის ეპიდემიას მოსალოდნელზე უფრო ადრე











