„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის მიერ სატოვებულ თბილისის 2 თავისუფალ ოქლზე ისაუბრა. ვაშაძის თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში უპარტიო კანდიდატი განიხილება.
„ვფიქრობ, საბურთალოს ოლქში, სავარაუდოდ, დავტოვებთ ბევრ მაჟორიტარ კანდიდატს, რომ ვცადოთ სხვა ტიპის კონკურენცია საარჩევნო თვალსაზრისით. 6 ოლქი შეთანხმებულია, გვყავს საერთო კანდიდატი, დარჩენილია დიდუბე-ჩუღურეთი, სადაც ვფიქრობთ, უპარტიო კანდიდატზე. კანდიდატზე, რომელიც არცერთ პარტიას არ წარმოადგენს. ჩვენი ამოცანაა, ყველა ტიპის არჩევანის შესაძლებლობა მივცეთ მოქალაქეებს “,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, თუ ვის ექნება მისი მხარდაჭრა საბურთალოს ოლქში, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის მხარს, თაკო ჩარკვიანს დაუჭერს.
საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო იქნება.










