დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში დიმიტრი ლორთქიფანიძე დაიბარეს.
„ხვალ, 4 თებერვალს 12 სთ-ზე, “გარეჯის” საქმეზე ვარ დაბარებული გენერალურ პროკურატურაში,“ – წერს სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 28 იანვარს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.








