ამ წუთებში დმანისში კონფლიქტში მონაწილე მხარეები შერიგდნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
„რაც მოხდა იყო ძალიან სამწუხარო, არ ვიცი ვინ იყო ორგანიზატორი. არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება ეს არის მთავარი. ერთი ოჯახი ვართ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს და ამით დავასრულოთ ეს დაპირისპირება “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, დმანისში მოსახლეობის ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები.
ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა.











