1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0686 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0686 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0738 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6381 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.6292 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0089 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.











