Foxnews-ის ცნობით, ინაუგურაციის დღეს აშშ-ს მოქმედი პრეზიდуნტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ვეტმფრენით დატოვებს და ფლორიდაში გაემგზავრება.
ფლორიდაში ის მხარდამჭერებს შეხვდება და მიტინგზე ოფიციალურად განაცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი აშშ-ს არჩებულ პრეზიდენტად საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, თუმცა დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ის თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს.











