საავადმყოფოში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდა. დონალდ ტრამპი კვლავ კოვიდდადებითია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპი თავის რეზიდენციაში ვერტმფრენით დაბრუნდა, რის შემდეგაც მან ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„ნუ გეშინიათ კორონავირუსით. თქვენ მას დაამარცხებთ. ჩვენ გვაქვს საუკეთესო სამედიცინო აღჭურვილობა, საუკეთესო მედიკამენტები“,- განაცხადა ტრამპმა.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 5, 2020
შეგახსენებთ,რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 ოქტომბერს გამოუვლინდათ.











