გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 23 წლის ქალია, რომელიც სავარაუდოდ ბათუმის საკონდიტრო „დონაში“ დაინფიცირდა.
ქალს კოვიდის სიმპტომები აჭარიდან გურიაში ჩასვლის შემდეგ გამოუვლინდა, თუმცა ვიდრე რეგიონში დაბრუნდებოდა, ხალხმრავალ ქორწილში იყო. შემდეგ აჭარიდან გურიაში ხალხით სავსე მიკროავტობუსით იმგზავრა, ბოლოს კი გურიაში ჩასული ბანკში მივიდა.
ინფიცირებული ქალი თავიდან არაცხელების ცენტრში, არამედ „მედალფა“-ს კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები არ ჰყავთ.
კლინიკის დირექტორის თქმით, სხვა გზა არ ჰქონდათ რადგან გურიაში ცხელების ცენტრებში ადგილები არ ჰქონდათ. სასწრაფო დახმარების გადაუდებელი ბრიგადა კი რომელმაც მძიმე პაციენტი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანა სპეცეკიპირების გარეშე მოძრაობდა.
ირკვევა, რომ ქორწილს, სადაც ინფიცირებული იმყოფებოდა 300-მდე ადამიანი ესწრებოდა.











