დონბასში 27 ივლისის 00:01 საათზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ახალი შეთანხმება ამოქმედდა. ინფორმაციას unian-ი ავრცელებს.
ახალ შეთანხმების მიხედვით, აკრძალულია შეტევითი ან სადაზვერვო-დივერსიული ქმედებები, ასევე იკრძალება ნებისმიერ ლეტალური ტიპის იარაღის გამოყენება, აკრძალულია ცეცხლის გახსნა, თუმცა ნაწილობრივ დაშვებულია სნაიპერების გამოყენება.
ამასთანავე, შეთანხმებით იკრძალება დასახლებულ ობიექტებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურებთან ახლოს მძიმე შეიარაღების შეყვანა.
ახალი შეთანხმება კოორდინირების მექანიზმის შექმნასაც გულისხმობს, რომელიც ახალი წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.











