fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები“ – ირაკლი კობახიძე

20:21 December 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.4k
ნახვა

უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტში შექმნილი ვითარება შეაფასა.

მისი თქმით, ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკას აკლია.

„ძალიან მოკლედ მინდა, შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია. ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიასა და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით.

ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ არის ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს.

ძალიან დაგვაკლდება რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში გაჟღერებული რუსეთის ჰიმნი. პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი „თბილისო“. ძალიან დაგვაკლდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა. ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე – აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდტესტი. ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი -ჯაფარიძის შესრულებით.

ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას „ვაჟკაცური“ პროვოკაციები. ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე. ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე – უბრალოდ დაგვაკლდა. ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება. ეს ნახევრად სერიოზულად, სერიოზულად კი, უნდა ითქვას, რომ სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე მათ პარლამენტში შემოსვლისკენ და ეს მოწოდება ამ ტრიბუნიდანაც კიდევ ერთხელ უნდა გავაჟღეროთ. ოპოზიცია უსათუოდ სჭირდება პარლამენტს, უფრო მეტად კი ოპოზიცია აკლია ქართულ პოლიტიკას.

ქვეყანას სჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის.“ –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძემეათე მოწვევის პარლამენტიოპოზიციის ბოიკოტი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

December 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

November 30, 2021
805
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

November 24, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია