შვედეთის საელჩო საქართველოში ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ტრაგედიას გამოეხმაურა.
“ძალიან ვწუხვართ და თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები, პირველ რიგში, მათთან, იმ ოჯახებთანაა, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები. ვიმედოვნებთ, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან და ვუსურვებთ გამძლეობას მამაც სამაშველო სამსახურის მუშაკებს, მათ ძალისხმევაში”, – აღნიშნავს საელჩო.











