ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის თავზე ძლიერი ხანძარია.
ცეცხლი წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია. კვამლის დანახვა ცენტრალური მაგისტრალიდანაც არის შესაძლებელი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზთან მობილიზებულები არიან მათი თანამშრომლები და იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვა, ჩააქრობენ.
ავტორი: თათია გოლოშვილი











