ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის ორი სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.
ძველი ანაგასა და ჯუგაანში საკარმიდამო ნაკვეთები ხორბლისა და ქერის ყანებია დაზიანებული.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გოგი გოგილაშვილის ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
„ზარალის ოდენობა ჯერ არ ვიცით, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სტიქიისგან დაზარალებულ სოფელში ჩავლენ და ადგილზე შეისწავლიან ვითარებას“, – განაცხადა გოგილაშვილმა.
სეტყვა იყო ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. მიყენებული ზიანის შესახებ, ინფორმაცია ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.
სტიქია, დაახლოებით, ოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











