საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება და წერს, რომ ძმათა ბრძოლაში გამარჯვებული არავინაა.
„განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა, რომ მტრის გარდა, ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. როგორც აფხაზებმა, ასევე საქართველოს ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებას და ჩვენი მომავალი თაობების ნათელი ხვალინდელი დღისათვის საფუძვლის ჩაყრას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი თავის Facebook გვერდზე.











