19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
პროცესი 12:30 საათზეა ჩანიშნული და სრულად დისტანციური ფორმატით გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











