ე.წ ჰეითერებს ვაქცინის დროებითმა დაგვიანებამ მისცა სალაპარაკო, რომ ატეხონ რაღაც განგაში – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
“ადამიანების გარკვეული ჯგუფი, პოლიტიკურად ანგაჟირებულები, მე ვიტყოდი, რომ კიდევ უარესი, ე.წ. ჰეითერები, ანუ მუდმივად კრიტიკის და სიძულვილის ენით მოსაუბრე ადამიანები, რომლებსაც ვერ მოუნელებიათ, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდებოდა აქამდე პანდემიას აქამდე და ახლა ამ დროებითმა დაგვიანებამ მისცა სალაპარაკო, რომ ატეხონ რაღაც განგაში და ამბავი, რომ თითქოს რაღაც ჩავარდნა აქვს საქართველოს, რაღაც ხო უნდა მოუძებნონ, ხომ არ შეიძლება ქვეყანა ყველაფერში წარმატებული იყოს, აბა ის ოპოზიცია რაღა საჭიროა“, -განაცხადა ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.











