აჭარის მთავრობის სახლთან ე. წ. „თავისუფლების კვარტალში“ სახალხო გენინსპექციის წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტების დაჯარიმებასა და პოლიციაში დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
როგორც სახალხო გენინსპექციის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ითხოვენ პოლიციელი რეზო ხარაზის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყებას.„ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ბონდო თედორაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით პოლიცია უსამართლო ქმედებებს სჩადის.
მისივე განცხადებით, აქციის მშვიდობიანი მონაწილეები კახა მიქელაძე და მინდია ცინცაძე საერთოდ არ ყოფილან დაკავებული, თუმცა რამდენიმე დღის წინ ისინი სასამართლოში დაიბარეს და გადასცეს ჯარიმის ქვითრები.
როგორც ბონდო თედორაძე აცხადებს, ყველა ეპიზოდში ფიგურირებს ერთი და იგივე პოლიციელი რეზო ხარაზი.
„ფაქტი ერთია, რომ პოლიციას აქვს დავალებული მშვიდობიან მომიტინგეებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ. სახალხო გენინსპექციის ფარგლებში შექმნილი ჯგუფი მუშაობს აღნიშნულ ფაქტებზე. მინდა ვთქვა, რომ ამ ორი პიროვნების ერთიდაიგივე ეპიზოდში ფიგურირებს პილიციალი რეზო ხარაზი, ფაქტებიც გვაქვს, სადაც ის ძალადობს აქციის მონაწილეებზე.
ეს ეპიზოდი იქნება პირველი პრეცენდენტი, როდესაც სახალხო გენინსპექცია აუცილებლად განცხადებით მიმართავს პროკურატურას. გამოიყენებს სასამართლოზე მტკიცებულების სახით ამ ქმედებებს და ჩვენ დავიწყებთ საქმის გამოძიების მოთხოვნას კონკრეტულ პოლიციელზე.
ჩვენი განცხადება, რომ სახალხო გენინსპექცია დააკვირდება აღნიშნულ ფაქტებს, პოლიციის მიმართ ვერ აღმოჩნდა პრევენციული ღონისძიება და პირიქით, მათგან ე. წ. კრიმინალურ ძველბიჭურ ვენდეტას აქვს ადგილი. აბსოლუტურად არანაირ ეპიზოდს არ ჰქონია ადგილი, სადაც ეს პიროვნებები პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას, დაკავებულებიც კი არ ყოფილან და დღეს გვაქვს ფაქტი, რომ. თითქოს ამ ადამიანებმა რაღაც სამართალდარღვევა ჩაიდინეს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მორიგი ახირებული ქმედება“, – განაცხადა ბონდო თედორაძემ.
შეგახსენებთან, აჭარის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია 36-ე დღეა აქციებს მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











