ამ წუთებში ე.წ. “ოცნების ქალაქში” თვითნებურად დასახლებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები აქციას მართავენ და იმ კრიტერიუმების განსაზღვრას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, თუ ვინ მიიღებს ბინას ახალაშენებულ კორპუსებში.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ორი წელია ელოდებიან სტატუსის განსაზღვრას და პასუხს ხელისუფლებისგან.
ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური ფაპირისპირება მოყვა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის პირველ ეტაპზე 582 ბინა შენდება, მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს. ხოლო მომდევნო პერიოდში დამატებით კიდევ 968 ბინა აშენდება. აჭარის ბიუჯეტში ჯამში ამ ბინების მშებებლიბისთვის 86 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ავტორი:ნაირა ქობულაძე











