სინგაპურის სატრანსპორტო სააგენტო იმედოვნებს, რომ მათ მსოფლიოში პირველი, კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული “ეარლაინის” ეკიპაჟი ეყოლებათ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

Singapore Airlines-ის (SIA) განცხადებით, სინგაპურის მთავრობა თვითმფრინავის ეკიპაჟის თითოეულ წევრს, მათ შორის პილოტებს, სტუარდესებსა და ყველა იმ პიროვნებას, ვისაც, როგორც წესი, საზოგადოებასთან შეხება უწევს, უსასყიდლოდ აცრის.
ეარლაინის ცნობით, SIA-ს 5 200 თანამშრომელი, ვაქცინის მისაღებად, უკვე აღრიცხულია. აცრები რამდენიმე დღეში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ სინგაპურმა ორდოზიანი Pfizer-ის ვაქცინა შეიძინა.
ავტორი: ამუკა ქორიძე











