ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე — საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომ იფიქროთ, რამდენად სავარაუდოა, რომ მონაწილეობას მიიღებთ ამ არჩევნებში? — გამოკითხული მოსახლეობის 74% ამბობს, რომ ნამდვილად მიიღებდა. 18%-ის აზრით კი — ალბათ.

- ალბათ არ მივიღებ — 4%;
- ნამდვილად არ მივიღებ — 4%.











