fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეს არის დამცირება ქალების, როგორ შეიძლება მათ კვოტები დავუწესოთ – ბოდბელი ეპისკოპოსი

00:46 August 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობას ქალების როლზე იქადაგა და აღნიშნა, რომ პარლამენტში ქალთა კვოტირებაზე საუბარი, შეურაცხმყოფელია. ხოლო ტერმინის „სუსტი სქესის” გამოყენება შეცდომაა.

„ქალს აქვს საოცრად მოსიყვარულე გული და საოცარი ერთგულება, ეს ის თვისებებია, რომლისკენაც ყველა უნდა ვისწრაფოდეთ. მით უმეტეს ასეთი არეულობის ჟამს, თან დაპაუზებულია მსოფლიო, ამიტომ აუცილებელია იმ სიყვარულით ვიყოთ სავსე, როგორიც აქვს ქალს. შეცდომით ეძახიან ხოლმე სუსტ სქესს.

თანასწორია მამაკაციც და ქალიც. კაცს გონება სხვანაირად აქვს, თორემ იმას კი არ ვამბობ, რომ კაცი უფრო ნიჭიერია ქალზე. უფრო მასში მეტად გონება მოქმედებს, ქალში მოქმედებს გული. ამიტომაც გონიერ გულზე რომ არის საუბარი. ადამიანი მაშინ აღწევს ღმერთთან სიახლოვეს, როცა გონიერი გული აქვს და მიჰყვება.

განსაკუთრებით გილოცავთ ქალბატონებს, კიდევ ერთხელ, მსოფლიოში ხომ ხედავთ რა მოძრაობებია ახლა, ქალთა თანასწორობები. საქართველოში კიდე ყოველთვის ქალს თავისი ადგილი ჰქონდა. ქალს მეფესაც ვუწოდებდით, როცა იმსახურებდა.

დღეს მიდის ხოლმე რაღაც კვოტებზე საუბარი. როგორ შეიძლება ქალებს კვოტები დავუწესოთ. ეგ არის დამცირება ქალების. თუ ღირსი ხარ, შეიძლება კაცი სულაც არ იყოს, არც პარლამენტში, არც პრეზიდენტად, არც პრემიერად და მარტო ქალები იყვნენ, თუ ღირსები არიან. რატომ რაღაც პროცენტი, რატომ მესამედი, ან ნახევარი?

როცა ღირსებას შეეხება, მდიდრებს ხომ არ ვირჩევთ, რომ ყოველი მესამე ქალი იყოს მდიდარი, ან ყოველი მესამე ღარიბი. ვისაც რა შეუძლია უნდა დაიმკვიდროს. ასე შეფარვით, ვითომ ვიცავთ ქალებს. ეს ჩემი აზრით, დიდი შეურაცხყოფაა. ჩვენ ოჯახში ვიზრდებოდით, ახალგაზრდები იზრდებიან.

შეიძლება რაღაც გაუგებრობები იყოს ოჯახში, მაგრამ ყოველთვის კარგს ვასწავლით, მაგალითებითაც. დედის სიყვარული ვინ უნდა დაუშალოს ბავშვს, მით უმეტეს შეხედეთ, კაცებს არ ჰქონდათ იმისი დრო, რომ გაეზარდათ, ქალბატონები ზრდიდნენ ვაჟკაცებად.

კაცები ან სულ შრომობდნენ გარეთ, ასე ვთქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ, ან კიდევ მტერთან იბრძოდნენ, გარეთ იყვნენ. ქალები საშინაო საქმეებს აგვარებდნენ და სახელმწიფოს თაობებს უზრდიდნენ. საუკეთესო თაობები გვყავდა და მიუხედავად იმისა, რომ ხან ვის ვყავდით დაპყრობილი და ხან – ვის, ჩვენი სული ვერ გატეხეს.

ჩვენ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავლები ვართ და მსოფლიოს ქალებთან მიმართებაში, ვუსწრებთ- ხოლმე. ტელევიზიებით ხშირად იმასაც ვაჩვენებთ, რომ ქალებს ვჩაგრავთ, მაგრამ ცუდი საქციელი ყველგან შეიძლება მოხდეს და გამართლება არ აქვს ცუდ საქციელს.

მთავარია, თქვენ არ დაიჯეროთ, რომ ჩაგრულები ხართ, თქვენ ხართ თავისუფალი ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისმოყვარე შვილებს ზრდით და სუფთად რომ დავდივართ, წესიერად რომ გამოვიყურებით, ეს არის უშუალოდ ქალების დამსახურება და თქვენ განსაკუთრებული ადგილი გაქვთ ამ ქვეყანაზე. აღმატებული ხართ ბევრზე” – ბრძანა ეპისკოპოსმა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობიქალის როლი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიდი შერიგებისკენ მოუწოდა

February 28, 2021
820
მთავარი ამბავი

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ოპოზიციას აქციაზე რეგიონებიდან ხალხი ფულის სანაცვლოდ ჩაჰყავს

February 28, 2021
2.2k
საზოგადოება

კაპიტოლიუმის ამბავს არ ვამართლებ, მაგრამ ხომ ნახეთ, დამიზნებითაც კი დახოცეს ხალხი – ბოდბელი ეპისკოპოსი

February 15, 2021
798

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია