ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 დეკემბრიდან გაიხსნება. ინფორმაციას ღირსშესანიშნაობის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ბილეთების დაჯავშნა უკვე დაწყებულია. ადგილზე გათვალისწინებული იქნება ყველაზე მკაცრი სანიტარული ზომები.
შეგახსენებთ, რომ ეიფელის კოშკი, სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად ოქტომბრის ბოლოს დაიკეტა.











