fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეკატერინე დგებუაძე: ჩვენი მიზანი სკოლებში არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შენარჩუნებაა

10:33 March 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
836
ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში მონიტორინგს აგრძელებს.

მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ძველი თბილისის საჯარო სკოლებს ეწვია და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს პირადად გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად სკოლები მოინახულეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ფარცვანიამ.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ ფორმატში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, მიმდინარეობს.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწავლა-სწავლება ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გააგრძელონ, მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოსა და დადებითი დინამიკის შენარჩუნება.

„სწორედ ამ მიზნით სამინისტრო სისტემატურად ახორციელებს სკოლების მონიტორინგის პროცესს, ასევე, გრძელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის პარალელურად, ხელს უწყობენ სკოლებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვაში. ამასთან, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების საჭირო ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სველი წერტილების მოწესრიგება.

სკოლების მონიტორინგს, როგორც ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები, ასევე, სამინისტროს სკოლამდელი, ზოგადი განათლებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, პანდემიის პირობებში საგანგებოდ შემუშავებული ფორმის საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ“,-აცხადებენ უწყებაში.

თეგები: დავით ფარცვანიაეკატერინე დგებუაძესკოლები

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

განათლების სამინისტრო: სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია

December 19, 2021
844
საზოგადოება

განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე „ფაიზერის“ მეორე დოზით აიცრა

August 29, 2021
829
მთავარი ამბავი

რა რეგულაციებით ხვდებიან ქვეყნები სასწავლო წელს – პანდემიასთან ბრძოლის მეოთხე ეტაპი მსოფლიოში

August 20, 2021
770

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია