fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

​ეკატერინე დგებუაძე მასწავლებელთა გამოცდების მიმდინარეობას 103-ე საჯარო სკოლაში გაეცნო

11:09 July 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
787
ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში გაეცნო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ეკატერინე დგებუაძემ პედაგოგებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი გამოცდას წარმატებით დაძლევს, რაც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

2021 წელს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურება შემდეგ საგნებში შეუძლიათ: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უცხოური ენები, ესთეტიკური აღზრდა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 14-16 ივლისს პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე ჰქონდათ ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იმ პირებისთვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში ან სექტორებზე.

საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები 14 ივლისიდან შეუერთდნენ. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. მათგან 2 800-მდე მსურველი დარეგისტრირდა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, რომელიც წელს პირველად ტარდება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდებათ. აღნიშნული სიახლე მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებსაც შეეხებათ. საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე მათთვის დამატებით შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრება. ცენტრი უფლებამოსილია დამატებით სესიაზე მოიწვიოს გამოსაცდელები, ინფიცირებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ. ამასთან, დამატებითი სესია თითო საგანში მხოლოდ ერთხელ გაიმართება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ საგამოცდო სესიის მონაწილეთა განსაზღვრა მოხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

თეგები: ეკატერინე დგებუაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე „ფაიზერის“ მეორე დოზით აიცრა

August 29, 2021
829
საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე – 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ეფექტიანია

June 22, 2021
820
საზოგადოება

განათლების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეების და მასწავლებლების ინფიცირების ახალ მაჩვენებელს ასაჯაროებს

June 5, 2021
948

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია