fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანიჰესის ეკონომიკურ სარგებლიანობასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებზე ინფორმაციას ავრცელებს

12:23 June 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
771
ნახვა

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ნამახვანიჰესის პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლასთან დაკავშირებით გამოთქმული სპეკულაციების გაბათილების მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია იმ ეკონომიკური კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა იყო შეფასებული.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია.

„XX საუკუნიდან მოყოლებული, პროექტის ენერგეტიკული-ეკონომიკური-საინჟინრო დასაბუთების მიზნით არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლითაც დადასტურდა მისი განხორციელების მიზანშეწონილობა.
2007-2019 წლებში ნამახვანჰესის პროექტის ეკონომიკური შეფასების კვლევები ოთხი სხვადასხვა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიის მიერ განხორციელდა. მათგან სამი კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკული სექტორის შეფასება და სამომავლო გეგმების შემუშავება, მათ შორის, სხვადასხვა ეკონომიკურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ახალი გენერაციის ობიექტების აშენების მიზანშეზონილობის დადგენა, ხოლო მეოთხე კვლევა არის პროექტის სოციო-ეკონომიკური სარგებლის შეფასება, რომელიც ნამახვანი ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ნაწილია.

1. 2007 წლის დეკემბერში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით „საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება“ განხორციელდა. კვლევა სერბულ-იტალიურმა ჯგუფმა (SEEC) შეასრულა, რომელიც დაგეგმვის 15 წლიან პერიოდს განიხილავდა. ყველა განხილულ ვარიანტში, ნამახვანჰესის პროექტი ითვლება საუკეთესო პროექტად საქართველოს ენერგოსისტემაში მიერთებისათვის.

2. 2015 წელს ქართული კომპანია „გამა კონსალტინგის“ მიერ, სს „ნამახვანის“ დაკვეთით მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მოყვანილი სოციო-ეკონომიკური შეფასების მიხედვით, პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც პროექტის განხორციელებამ შეიძლება მოიტანოს. კვლევის თანახმად, „რაციონალური საპროექტო გადაწყვეტილებების და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით, ჰესების კასკადის მშენებლობა და ოპერირება ქვეყნისა და რეგიონისათვის გაცილებით მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, ვიდრე პროექტის არაქმედების ალტერნატივა…“

3. 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, კომპანია McKinsey & Company -ის მიერ მომზადდა საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტი. მასში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგიის მოხმარების პროფილი და ყველა ის ფაქტორი, რომელიც მოქმედებს მოხმარების ზრდაზე. აღნიშნული დოკუმეტის მიხედვით, საშუალო წლიური ზრდა 2030 წლამდე შეადგენს 4,6%-ს და მიაღწევს 21,4 ტერავტ-ს (ცნობისთვის 2020 წელს მოხმარება შეადგენდა 12,4 ტვტ-ს). ამასთანავე, დოკუმენტი მოიცავს მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ბაზრების მიმოხილვას და რაც მთავარია, კვლევაში მოცემულია მოსალოდნელი დეფიციტის აღმოფხვრის გზები, რაც გულისხმობს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას. ნამახვანი ჰესი, აღნიშნულ კვლევაში მოხსენიებულია როგორც ეკონომიკურად გამართლებული ენერგოობიექტი. კონსულტანტის დასკვნის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ენერგეტიკულ – ეკონომიკურ მოდელირებას, ნამახვანი ჰესის Levelized Cost of Energy (LCOE) სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, პროექტის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის პირობები, კონსულტანტის აზრით, სხვა პროექტებთან შედარებით არ წარმოადგენს დამატებით მძიმე ფისკალურ ტვირთს.

4. 2019 წლის იანვარში ნამახვანი ჰესის პროექტის ანალიზი ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საკონულტაციო კომპანია Nera-ს მიერ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დაკვეთით მომზადებული საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის შეფასების ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, ნამახვანი ჰესი არის ერთ-ერთი იმ პროექტთაგანი, რომლის ეკონომიკური და ენერგეტიკული მახასიათებლების ერთობა იძლევა შესაძლებლობას, პროექტი ე.წ. least-cost (მინიმალური დანახარჯების) მეთოდოლოგიის გათვალისწინებით აშენდეს, აღნიშნულ კვლევაში ასევე გაანალიზებულია ნამახვანი ჰესის აშენების ფისკალური წნეხი. პროექტის სხვა დადებითი ფაქტორების გათვალისწინებით, აღნიშნული წნეხი არ არის მიჩნეული კრიტიკულად და რამდენიმეჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვა მსხვილი, სტრატეგიული პროექტების ფისკალური წნეხი.

დასასრულს, საქართველოს მთავრობის მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან საბოლოო კონტრაქტის გაფორმებას წინ უძღოდა 2.5 წლიანი პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობდა შეთანხმების ტექსტზე მუშაობა. კონტრაქტი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც არაერთი აუდიტორული კომპანიის მიერაა დადასტურებული“, – აცხადებენ სამინისტროში.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია