პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის არ ემხრობა, რომ კულტური სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბეს, ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
“ეპატარავება ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი და სჭირდება, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან – მოწოდებით მინისტრად არის დაბადებულიკატეგროიულად არ ვემხრობი იმ აზრს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს და ცალკე შეიქმნას კულტურის კომიტეტი პარლამენტში, ეს ხარჯებს გაზრდის და გაღატაკებულ ქვეყანაში თუ რამე არ სჭირდება ქვეყანას, არ სჭირდება დამატებით ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა. რა საჭიროა ცალკე კომიტეტი ან ცალკე სამინისტრო?! უფრო მეტი ყურადღება რომ მიაქციონ დარგს, ეს არის გაუგებარი, ცალკე შენობიდან თუ არ მიაქციე ყურადღება კულტურაში დასაქმებულ ხალხს, ისე ვერ აქცევ? ეს არის აბსურდი და ამას მხარს არ დავუჭერ,”- განაცხადა ელისაშვილმა.










