„ელისაშვილის პარლამენტში შესვლა არის არა ერთპარტიული პარლამენტის დასრულება, არამედ ალეკო ელისაშვილის ოცნებაში გაწევრიანება“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
„ალეკო და ლევანი რომ საუბრობენ, (საარჩევნო რეფორმაზე) რაღაც გამოვგლიჯეთო, ესეც ტყუილია. საარჩევნო რეფორმის გამოგლეჯა არ იყო გამოსავალი, ეს არ აგვარებს გაყალბებული არჩევნების პრობლემას, პოლიტიკური მძევლების გამოყვანის პრობლემას და კი არ განმუხტავს კრიზისს, ოცნებას უქმნის ლეგიტიმაციას.
როცა ადამიანებს მისცემ სიტყვას და მერე შეგიძლია, ეს სიტყვა გადათქვა, ეს არის პრობლემა. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში არ არის იმდენი მატყუარა პოლიტიკოსი, რომ კობახიძე ვერ შეძლებს ბინძური მეთოდებით ერთობის დაზიანებას და ცალკე აღებული ელისაშვილის პარლამენტში შესვლა არის არა ერთპარტიული პარლამენტის დასრულება, არამედ ალეკო ელისაშვილის ოცნებაში გაწევრიანება“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „ფორმულას ეთერში“.











