fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ემზარ კვიციანმა პარტია დატოვა, მაგრამ პარლამენტში ვადის ამოწურვამდე რჩება – ინტერვიუ დეპუტატთან

11:34 June 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
872
ნახვა

„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატი ემზარ კვიციანი, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა, „პრაიმტაიმთან“ დუმილს არღვევს და ექსკლუზიურ ინტერვიუში სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბრობს.

კვიციანი დეპუტატის მანდატს ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნებს. მეტიც, დეპუტატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასა და  მაჟორიტარობის კანდიდატობას არ გამორიცხავს.

ემზარ კვიციანი: თუ გავხდები ამერიკის ელჩი, შესაძლოა, ჩემი ინიციატივა არჩევნების სავალდებულო სახით ჩატარებასთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ გაიზიაროს.

გუშინ ჩვენი ხელისუფლება იძულებული გახადა, საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიეღო. მეც ვეთანხმებოდი ამას, მაგრამ თუ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდა, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი შევა პარლამენტში პროპორციული სიით და რამდენი მაჟორიტარულით?! მთავარია, რომ არჩევნები გაუყალბებლად ჩატარდეს.

გაყალბებულ არჩევნებზე წინასწარ რომ მოილაპარაკებენ და თითის დაქნევით ციხიდან ორ დამნაშავეს გამოაშვებინებენ, რა მნიშვნელობა აქვს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას?!

– ბატონო ემზარ, ამერიკის საელჩოსთან აქციების დაწყების საკითხი,  დგას თუ არა კვლავ დღის წესრიგში?

– ეს საკითხი თქვენ, ჟურნალისტებს ნაკლებად გაინტერესებთ, რადგან როდესაც აქციები დავიწყე, იქ კაციშვილი არ მოვიდა. ჯერ ყველაფერს მოვამზადებ – რეპრესირებული მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შევხვდები. არ ვიცი, რამდენად გაიწელება ეს პროცესი დროში, მაგრამ ყველაფერს, დაახლოებით, ორ თვეში აუცილებლად მოვასწრებ.

– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ?

-ჯერჯერობით, არანაირი სურვილი გამაჩნია ასეთ ფარსში მონაწილეობა მივიღო. იმიტომ არის მოთხოვნილი უცხო ქვეყნებისგან და სპეცსამსახურებისგან პროპორციულზე გადავიდეთ, რომ პარტიებს უკარნახონ, ვინ ჩაწერონ სიებში.

– არჩევნებში მონაწილეობას  იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება სავალდებულო გახდა?

– თუ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდება, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. მაჟორიტარად თუ პროპორციული სიით ვიყრი კენჭს, სულ ერთია.  მოვუწოდებ ქართველებს, არჩევნებზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ.

ნახეთ ხომ, როგორ არიან ერთმანეთთან შეთამაშებულები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. „ევროპული საქართველო“ ვითომ არ აძლევდა  ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს, რურუა ჰყავდათ მიზეზი.  გამოვიდნენ და ამბობდნენ, ბიძინა ივანიშვილს უნდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაო, ბიძინა არაფერ შუაშია.

ყველამ მისცა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს იმიტომ, რომ ბიძინაზე არ ეფიქრათ, რომ მან ჩააგდოო კანონპროექტი. შინაგანად არც ერთს უნდოდა გარედან თითით დაქნეული მხარდაჭერა.

– მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებთ და პარლამენტიდან მიდიხართ. შეეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?

– ეს ინფორმაცია ტყუილია, პარლამენტს არ ვტოვებ. ოქტომბრამდე დამრჩა პარლამენტში ყოფნის ვადა და რა აზრი აქვს დატოვებას?! – პირიქით, მთელი ძალებით ვიბრძოლებ, რომ რაც მაქვს კანონპროექტები რაღაცნაირად გავატანინო.

– ვიდრე „პატრიოთა ალიანსს“ დატოვებდით, მედიასთან სკანდალური განცხადება გააკეთეთ – „აგენტები ყველა პარტიაში, მათ შორის, პატრიოტთა ალიანსშიც არიან“. პარტია თქვენი ნებით დატოვეთ, თუ დაგატოვებინეს?

– პარტია ჩემი ნებით დავტოვე. არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის ჭკუით რამეს გადამაწყვეტინებს. მე პარტიას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მომავალ არჩევნებში, თუ რომელიმე პარტიაში არ გავწვრიანდი და 90%-ით არ გავწევრიანდები, რა თქმა უნდა, „პატრიოტთა ალიანსს“ დავუჭერ. მოვუწოდებ ხალხს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ დაუჭიროს მხარი. შესაძლოა, უტვინო გზა იყოს, რომელზეც მთელი ცხოვრებაა დავდივარ, მაგრამ ეს არის მართალი გზა.

– გეგმევთ თუ არა პარტიის შექმნას?

– არ ვგეგმავ. პარტია რომ შექმნა, საჭიროა ტელევიზია, დიდი ფული, ამიტომაა უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა. თუ ფული არა გაქვს, რანაირი მხარდაჭერაც არ უნდა გქონდეს მოსახლეობისგან, ყოველთვის წაგებული იქნები.

– 2020 წლის შემდეგ, აპირებთ თუ არა პოლიტიკაში დარჩენას?

– ჯერჯერობით, კი. ჯერ არაფერი დამიგეგმავს. პარლამენტში ვარ ოქტომბრის 31-მდე.  ყველაფერი არჩევნების მერე გამოჩნდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

თეგები: 2020 წლის არჩევნებიემზარ კვიციანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

June 15, 2021
784
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

May 21, 2021
825
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

May 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია