ზუგდიდში 50 წლამდე მამაკაცს სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, კაცი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დღეს გადმოვიდა. მას ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა.
რუხის კლინიკაში გადაგზავნილი მეორე ტესტის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ენგურჰესის თანამშრომელია.











