„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ოზურგეთის N1 საუბნო საარჩევნო კომისიასთან მმართველი პარტიის ე.წ. აგიტატორები სიებით ხელში საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ.
ე.წ აგიტატორების განცხადებით, ისინი კანონს არ არღვევენ და თავისუფლად შეუძლიათ ამომრჩეველი რვეულში აღრიცხონ.
ანალოგიური სიტუაცია იყო ოზურგეთის N3 საარჩევნო უბნის ეზოშიც.
ტელეკამერების გამოჩენის შემდეგ, მათ აღნიშნული სიები შეინახეს და პერიმეტრი დატოვეს.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში განაცხადეს, მათ აგიტატორებს შენიშვნა მისცეს და მიუთითეს, რომ კანონს არღვევენ და მსგავსი ქმედება უბანთან ყოვლად დაუშვებელია.











