გუშინ მავნებლებმა წინასწარ დაიწყეს გარდაუვალ საარჩევნო კრახში მთავარი დამნაშავის ძიება: ბოკერიამ მიშასკენ გაიშვირა თითი, მიშას პოლიტშნირებმა პირიქით, – ბოკერიასკენ, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ „კრახი“ მათივე წარსულია.
„ერთ დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიკვდილის გამოცხადებული ქრონიკა:
გუშინ მავნებლებმა წინასწარ დაიწყეს გარდაუვალ საარჩევნო კრახში მთავარი დამნაშავის ძიება: ბოკერიამ მიშასკენ გაიშვირა თითი, მიშას პოლიტშნირებმა პირიქით – ბოკერიასკენ.
საქმე კი იმაშია, რომ თქვენი კრახის მიზეზი, ნაცებო, არც საარჩევნო სისტემა და არც მაჟორიტარებზე შეუთანხმებლობაა, თქვენი კრახის მიზეზი – თქვენივე დანაშაულებრივი და დღემდე მოუნანიებელი წარსული, ქართველი ხალხის დამცირება და სიძულვილია და ასე იქნება მუდამ, ვიდრე საბელ თოკს არ შეიბამთ ნაძარცვი ფულით დასიებულ კისრებზე და მუხლომყრილი შენდობას არ სთხოვთ უფალს და მშობელ ხალხს”,-განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.











