„ეპიდემია ისევ დაბრუნდა“, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მისი თქმით, „ქვეყანა კვლავ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა“. როგორც ბაბიშმა აღნიშნა, ზაფხულში შეზღუდვების შემსუბუქება შეცდომა იყო.
„მეც კი გამიტაცა ზაფხულმა და საერთო განწყობილებამ. მაგრამ ეს იყო შეცდომა, რომლის გამეორებაც არ მსურს“,- განაცხადა ბაბიშმა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ვოიტექიმ თანამდებობა დატოვა.
მას კორონავირუსის პანდემიასთან არასათანადო გამკლავების გამო ხშირად აკრიტიკებდნენ.











