დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულიდან ვირუსის ჯანმრთელ ადამიანზე გადაცემის მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე, რის გამოც ნოემბერში ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდე უფრო გაუარესდება.
მისი თქმით, ეს ძალიან სახიფათოა.
” ყველამ გავითავისოთ, რომ სერიოზულად უარესდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ყველამ ვატაროთ პირბადე, ეს არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია, რომ ყველამ, შინ და გარეთ ვატარო პირბადე, იცავს ეს პირბადე ბატონებო. მეორე დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც ეს არ უნდა იყოს.
ავიცრათ ერთმანეთისთვის ბატონებო, ქვეყნისთვის ავიცრათ, იმიტომ რომ სხვანაირად გვექნება მძიმე ნოემბერი ძალიან, დამიჯერეთ. ვის უნდა სიკვდილიანობის მაღალი რიცხვები ქვეყანაში. 1.8 დგება რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც გვაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, ანუ გავრცელება ძალიან სწრაფია, ამიტომ მოსალოდნელია კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ “კურიერთან” საუბარში.











