სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით კორონავირუსზე 941 პირი გამოიკვლიეს, აქედან 32 პირს კოვიდ-19 დადასტურდა.
სახელმწიფო რწმუნებულის მალხაზ თორიას განცხადებით, დადასტურებული შემთხვევების განაწილება ასეთია:
„ზუგდიდში გვაქვს 28 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 17 არის გუშინ დადასტურებული დარაჯის კონტაქტი, 3 თბილისში მგზავრობის მქონე მოქალაქის კონტაქტი, 2 არის ზუგდიდის მცხოვრები დედა-შვილი, რომლებიც წალენჯიხაში მცხოვრების კონტაქტები არიან. 2 არის ოქროს ბირჟის კლასტერის დადატურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 არის ბენდელიანის ქუჩის კლასტერის კონტაქტი, 1 არის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში. დანარჩენ 4 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდ კვლევა. 2 შემთხვევა გვაქვს ფოთში, რომელიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – ამბობს მალხაზ თორია.
მისივე ცნობით, რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 162 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 66 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცში იმყოფება – 145 ადამიანი.
ავტორი: თეა შონია











